
აღწერა: მაწანწალა ძაღლების დაჭერის სამსახურის თანამშრომლის, უოლტერ პეროუს წყნარი და აუღელვებელი ცხოვრება დაუსრულებელ კოშმარს ემსგავსება მას შემდეგ, რაც ცოლისაგან დაბადების დღეზე საჩუქრად უცნაურ წიგნს იღებს. "ნომერი 23" წიგნის სათაურია, რომელიც უოლტერს საყვარელი ადამიანების უბედური აღსასრულის შესახებ აუწყებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ წიგნის შინაარსი უოლტერის ცხოვრების ზუსტი ანარეკლია. საშინელი რიცხვი - 23 და უბედურ მომავალზე ფიქრი მას მოსვენებას უკარგავს.
|